პარლამენტის გადაწყვეტილებას „გავრილოვის ვერდიქტი“ უწოდა ნიკა მელიამ, რომელიც დამორჩილებას არ აპირებს და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. მისივე თქმით - გამარჯვებამდე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მხარდამჭერებთან ერთად არიან შეკრებილნი ოპოზიციური პარტიების წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში, სამართალდამცველებისათვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ.