იაპონიაში ფაიზერის ვაქცინის მილიონობით დოზა შესაძლოა გაანადგურონ

16 თებერვალი 2021, 18:50 1000 ნახვა

იაპონიაში ფაიზერისა და ბიონტეკის ვაქცინის მილიონობით დოზას განადგურება ემუქრება.  ამის მიზეზი ქვეყანაში სპეციალური შპრიცების დეფიციტია აცხადებს მინისტრთა კაბინეტის მდივანი.ფაიზერის ვაქცინის ერთი ამპულით 6 ადამიანის აცრა შეიძლება.  ყველა დოზის ამოსაღებად კი სპეციალური შპრიცია საჭირო, რომელიც აცრის შემდეგ დარჩენილი პრეპარატის ნაწილს ინახავს.  ამჟამად  არსებული სამედიცინო ისნტრუმენტებით  მხოლოდ 5 ინექციის გაკეთებაა შესაძლებელი.  იაპონიამ ვაქცინის 144 მილიონი დოზა შეისყიდა, რაც 72 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის არის  საჭირო.  თუ სპეციალური შპრიცების მარაგს ვერ შეავსებენ, ვაქცინის მიღებას მხოლოდ 60 მილიონი ადამიანი შეძლებს.  ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ  ღირებული პრეპარატის უტილიზაცამდე შპრიცების წარმოების აწყობას შეძლებენ. იაპონიაში მოსახლეობის ვაქცინაცია 17 თებერვლიდან დაიწყება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი