ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები, რომლებიც უხანში კორონავირუსის წარმოშობის წყაროს შესასწავლად ჩავიდნენ, აცხადებენ, რომ მათ ვირუსის ადამიანზე გადასვლის ორი ძირითადი სცენარი გამოავლინეს.
კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ჩინეთის ქალაქ უხანში რამდენიმე კვირის წინ ჩასულმა ექსპერტებმა დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათ მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ახალი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი გახადა, მაგრამ კოვიდ 19-ის ეპიდაფეთქების სურათი მკვეთრად არ შეუცვლია.