ირანმა მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პრიორიტეტი სამედიცინო სფეროს მუშაკებს მიენიჭებათ, შემდეგ კი ხანდაზმულებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აცრიან. ირანის ჯანდაცვის მინისტრმა საედ ნამაკიმ განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროგრამა დღეს ქვეყნის მასშტაბით 636 ცენტრში დაიწყო. პირველი ადამიანი, რომელსაც ირანში ვაქცინაცია ჩაუტარდა, საედ ნამაკის ვაჟი იყო. ირანი ვაქცინაციის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, სპუტნიკ-ვის გამოყენებით ახორციელებს. ქვეყანა კორონავირუსის ვაქცინის 4 მილიონ დოზას კოვაქსის პროგრამის ფარგლებშიც მიიღებს.