ჩინეთში ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად კორონავირუსის შიდა გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ის 14 შემთხვევა გამოვლინდა. ყველა ინფიცირებული ჩინეთში უცხოეთიდან არის ჩასული. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი იუწყება.
2020 წლის ბოლოს კოვიდ-19-ის შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები ჩინეთის რამდენიმე რაიონში აღინიშნებოდა.
7 თებერვლის შემდეგ კი ქვეყანაში დაავადების ახალი შიდა დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შედეგია. გასულ დღე-ღამეში 16 უსიმპტომო კორონავირუსის მატარებელი გამოვლინდა, მათგან 15-ს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.