დიდთოვლობა ნიდერლანდებსა და გერმანიაში

08 თებერვალი 2021, 11:44 1129 ნახვა

ნიდერლანდებისა და გერმანიის მთავრობები, დიდთოვლობის გამო, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ნიდერლანდებში თოვლის საფარის სიმაღლემ 20 სანტიმეტრს მიაღწია. დაიხურა კოვიდ ტესტირების პუნქტები და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. -7 გრადუსამდე დაეცა ჰაერის ტემპერატურა გერმანიის დედაქალაქში. შეწყდა სარკინიგზო გადაადგილება ბერლინს, ჰანოვერსა და კიოლნს შორის. ინფორმაცია ვრცელდება უამინდობის გამო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ათობით დაშავებულის შესახებ. სინოპტიკოსები ამინდის კიდევ გაუარესებას პროგნოზირებენ. ძლიერი ქარი და თოვლია დიდ ბრიტანეთშიც. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში თოვლის საფარის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აჭარბებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი