ხულოს მუნიციპალიტეტს ნარჩენების გამტანი ავტომობილი გადაეცა

06 თებერვალი 2021, 12:08 1292 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების  ნარჩენების  გამტანი ავტომობილი  გადაეცა. ტექნიკა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ,,სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა  ხულოს მუნიციპალიტეტში“ მიერ დაფინანსდა.

აქამდე მერიას მსგავსი ტექნიკა არ ყოლია და ნარჩენების გატანას ტენდერის მეშვეობით ახორციელებდა.  თვითმმართველობაში განმარტავენ რომ ავტომობილი  ნარჩენების გადაზიდვის ხარჯებს 40 პროცენტამდე შეამცირებს. ყოველწლიურად მერია პროგრამისთვის  184ათას ლარს ხარჯავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი