მსოფლიოში სურსათზე ფასები რეკორდულადაა გაზრდილი

04 თებერვალი 2021, 17:47 1303 ნახვა

გაეროში მსოფლიოში სურსათზე ფასების რეკორდული ზრდის შესახებ განაცხადეს.  იანვარში სასურსათო პროდუქტებზე ფასების საერთო ინდექსი 4,3 პროცენტით  გაიზარდა. ინდიკატორი უკვე ზედიზედ მერვე თვეა იზრდება და 2014 წლის ივლისის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ გაეროს  სასურსათო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პრეს-რელიზშია ნათქვამი.

ორგანიზაცია აფიქსირებს პროდუქციის ყველა კატეგორიაზე ღირებულების ზრდას ყველაზე შესამჩნევი კი შაქარის , მარცვლეულისა და მცენარეული ზეთის გაძვირებაა.

შაქარზე ფასი 8,1 პროცენტით გაიზარდა. მარცვლეულზე 7,1 პროცენტით, მცენარეულ ზეთზე 5,8 პროცენტით. სურსათზე ფასების ზრდას აზიურ ქვეყნებსა და  სამხრეთ ამერიკაში გვალვებსა და მცირე მოსავალს უკავშირებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში