კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დღეიდან ყაზახეთში დაიწყო. პირველები მედიცინის მუშაკები, პოლიციელები, სამხედროები და სხვა პროფესიების წარმომადგენელბი აიცრებიან, რომლებიც კოვიდ-19-ით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. პირველ ეტაპზე ყაზახეთი რუსული წარმოების სპუტნიკ-ვითი იწყებს ვაქცინაციას. ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანამ მხოლოდ გუშინ მიიღო. აპრილიდან მოსახლეობას ყაზახეთში სამამულო წარმოების ვაქცინით ქაზ-კოვიდ-ინით აცრიან , რომელიც ამჟამად კლინიკური ცდების საბოლოო ფაზას გადის.