რესტორნები 1 თებერვლის წინ ბათუმში

29 იანვარი 2021, 20:09 1704 ნახვა

პირველი თებერვლიდან აჭარაში, კაფეებისა და რესტორნების ღია სივრცეებში სტუმრობა იქნება შესაძლებელი,ოღონდ შაბათ-კვირის გარდა. კვების ობიექტები რეგულაციების აღსრულებისთვის მზად არიან, თუმცა იმის გამო, რომ 21 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია, სექტორი ფიქრობს, რომ ყველაზე დატვირთულ დროს სტუმრების მიღებას ვერ შეძლებენ.

ყველა კვების ობიექტი მუშაობის განახლებისთვის მზად არ არის, რადგან, როგორც ამბობენ, მათი ღია სივრცე ძირითადად ზაფხულისთვისაა გათვლილი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი