ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

03 დეკემბერი 2025, 11:13 95 ნახვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ორი დეკემბრიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაემატა. ავიაკომპანია Wizz Air ვენეცია – ქუთაისი ვენეციის მიმართულებით რეისებს კვირაში ორი სიხშირით – სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით ასრულებს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ვენეცია – ქუთაისი – ვენეციის პირველი რეისით 340 მგზავრმა ისარგებლა.

„ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარი დევიძე მიესალმნენ. პირველი რეისის მგზავრებს აეროპორტების გაერთიანებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში