საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შესაწვავად გამოყენებული ზეთის ხარისხის მონიტორინგი

03 დეკემბერი 2025, 10:34 101 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შესაწვავად გამოყენებული ზეთის ხარისხს ამოწმებს,სააგენტოს ინფორმაციით ამ დროისთვის  შემოწმებულ ობიექტებში დარღვევები არ გამოვლინდა.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ღრმა წვისთვის ხშირად გამოიყენებადი ზეთის ტემპერატურას, უვნებლობასა და ხარისხს სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალური ზეთის ტესტერით რეგულარულად აკონტროლებს. კვების ობიექტებში ასეთი ე.წ. ფრიტურული ზეთი კარტოფილის, ფრინველის ხორცის, ცომეულის და სხვა პროდუქტების შესაწვავად გამოიყენება. იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებელი ნორმას აღემატება, ობიექტი ვალდებულია ზეთი დაუყოვნებლივ გამოცვალოს.

მაღალი ტემპერატურის შედეგად, დროთა განმავლობაში ზეთში გროვდება ისეთი ნაერთები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გამოყენებული ზეთის ნარჩენების სწორად მართვა, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება დაუშვებელია გამოყენებული ცხიმის  ნიჟარაში ან გარემოში დაღვრა, რადგან იწვევს ეკოლოგიურ დაბინძურებას, ამავდროულად, აზიანებს მილებსაც.

კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულოა გამოყენებული ცხიმის/ზეთის შეგროვება და სპეციალიზებული კომპანიებისთვის გადაცემა, რომლებიც  აღნიშნული ნარჩენის გადამუშავებას  უზრუნველყოფენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში