თალიკო გაბეჩავას წიგნის პრეზენტაცია

45 წუთის წინ 59 ნახვა

ბათუმში თალიკო გაბეჩავას ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, წიგნი სახელწოდებით "აფხაზეთი ქართველების ტკივილი" აფხაზეთის თემატიკაზე დაწერილ ლექსებს აერთიანებს, მეორე წიგნი კი ბათუმის საპატიო მოქალაქეს, აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაციის პრეზიდენტ შალვა ტაბაღუას ეძღვნება, რომლის დახმარებითაც პოეტმა ვეტერან ქალთა გაერთიანება, "ღიმილის ქალბატონები" შექმნა.

პრეზენტაციაზე შეკრებილებმა მოისმინეს ლექსები გაბეჩავას ახალი წიგნებიდან და თავადაც წაიკითხეს თალიკო გაბეჩავასთვის მიძღვნილი შემოქმედება.

თალიკო გაბეჩავა არის 7 წიგნის ავტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის  წევრი, მინიჭებული აქვს ქართული მწერლობის ამაგდარის წოდება, იგი ასევე გახლავთ კოლხეთის, ფაზისის საერო, სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიისა და "ქალდეას" აკადემიკოსი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში