საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო „Midvolga 2“-თან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

02 დეკემბერი 2025, 16:48 139 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს ღია წყაროებში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემ „Midvolga 2“-ს (IMO 9735139) ეხება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტოს მიერ ჩატარებული გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული გემი არც იყო და არც არის ნომინირებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ხოლო ეროვნული საზღვაო ერთიანი ფანჯრის სისტემაში (NMSW) მისი შესაძლო მოახლოების შესახებ არანაირი შეტყობინება არ ფიქსირდება.

"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის დროშის ქვეშ მცვურავ გემ „Midvolga 2“-თან (IMO 9735139) დაკავშირებით, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით თურქეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში თავს დაესხნენ. ამავე წყაროებში გემის დანიშნულების ნავსადგურად მოხსენებულია საქართველოს ნავსადგურები.

სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, აღნიშნული გემი არ იყო და არ არის ნომინირებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ასევე ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში (NMSW) არ იძებნება აღნიშნული გემის მოახლოების შესახებ არანაირი შეტყობინება. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ზემოაღნიშნული გემი მოემართებოდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურში არ ემყარება არანაირ ფაქტებს", - აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში