საქართველოში კორეიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფება. რვაკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში სომელიეები, იმპორტიორები და ინფლუენსერები არიან.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათი მხრიდან მაღალია ინტერესი მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის კუთხით.
ტურის ფარგლებში, კორეელი ღვინის პროფესიონალები კახეთში ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ტრადიციებს გაეცნენ.
