სწავლება რეინჯერებისთვის

03 დეკემბერი 2025, 09:50 100 ნახვა

ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერებს სახეობათა ტელემეტრიული კვლევის საკითხების გაცნობისთვის სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ.

ტელემეტრიული მონიტორინგი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ამავე დროს რთული მეთოდია. იგი  შესაძლებლობას იძლევა, რეალურ დროში იქნეს მიღებული მონაცემები ცხოველების გადაადგილებასა და ჰაბიტატის მდგომარეობის შესახებ.

სასწავლო პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. საველე გასვლის ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს ლეოპარდის პოტენციური საბინადრო გარემო. სწავლება ჩაატარა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის წარმომადგენლობამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში