ბათუმის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა

20 იანვარი 2021, 11:51 1045 ნახვა

საქართველოს ვიცე ჩემპიონი დინამო ბათუმი შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. შავიზღვისპირელებმა გუნდში მეკარის პოზიციაზე ლაზარე კუპატაძე და შეტევის გასაძლიერებლად ავსტრიელი ლუკას გროცურეკი მოიყვანეს. თბილისის საბურთალოს 24 წლის ყოფილმა მეკარემ ბათუმელებთან ერთს + ორ წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელი ''საბურთალოს'' გარდა სხვადახსვა დროს თბილისის "ლოკომოტივში" და "ლუქსემბურგის" იუნესში’’ თამაშობდა. შავიზღვისპირელების კიდევ ერთი ახალწვეული 29 წლის ავსტრიელი მარცხენა გარემარბი ლუკას გროცურეკია. მან ‘’დინამოსთან’’ კონტრაქტი 1+1 წლის სისტემით გააფორმა. ფეხბურთელი ბოლოს ავსტრიის ბუნდესლიგაში, ‘’პიოლტენში’’ თამაშობდა, სადაც მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში