გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივნის პოზიციაზე კვლავ ზურაბ პოლოლიკაშვილი აირჩიეს

20 იანვარი 2021, 11:51 788 ნახვა

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორედ აირჩიეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის კანდიდატი 113-ე სესიაზე აირჩია. მათივე ინფორმაციით, ახლად შერჩეული გენერალური მდივნის დამტკიცება 2021 წლის მეორე ნახევარში გენერალური ასამბლეის სესიაზე მოხდება.მადრიდში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი