ყინვისა და გზებზე ლიპყინულის გამო, გადაადგილების პრობლემაა ქედის მუნიციპალიტეტში. მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი.
თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 70, ხოლო დაბაში 20 სანტიმეტრია.
როგორც გუშინ, დღეს დილიდან მიმდინარეობს, თოვლისაგან, გზის გაწმენდითი სამუშაოები. ამ წუთებში ქედაში აღარ თოვს.