საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კობი-გუდაურის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები შესაძლებლობისთანავე დაიწყება. გიორგი წერეთლის თქმით, უხვთოვლიანობის მიუხედავად, მთიან რეგიონებში გახსნილია მოძრაობა და ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად გადაადგილდებიან. მისივე განმარტებით, კობი-გუდაურის მონაკვეთი უკვე მეექვსე დღეა, ზვავსაშიშროებისა და უხვთოვლიანობის გამო დაკეტილია. გზის ამ მონაკვეთზე მყოფი სატვირთო ავტომობილების მძღოლები დახმარებას ითხოვენ.
ამბობენ,რ ომ საკვები და სასმელი წყლის მარაგი ეწურებათ. თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.