ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. გადაადგილება შიდა სასოფლო გზებზე, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი.
სხალთა- ხიხანის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე დაფიქსირდა ქვათაცვენის შემთხვევები. მოსახლეობა ამბობს რომ გადაადგილების შეზღუდვის გამო, ზამთრისთვის პროდუქტი და სხვა საჭირო ინვენტარი მომარაგებული არ აქვთ.
ამ დროისათვის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება.
თოვს შუახევისა და ქედის მაღალი ზონის სოფლებშიც. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ გზების გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ფოტო: თეიმურაზ ქამადაძე