აზერბაიჯანში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო

18 იანვარი 2021, 14:50 910 ნახვა

მეზობელ აზერბაიჯანში მოსახლეობის ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს განცხადებით,  ვაქცინაცია  ჩინური ფარმაკოლოგიური კომპანია სინოვაკ-ბიოტეკის მიერ შექმნილი ვაქცინით კორონავაკით ჩატარდება.  აზერბაიჯანმა ჩინეთს პირველ ეტაპზე ვაქცინის 4 მილიონი დოზა სეუკვეთა. პრეპარატი ჯერ თურქეთში ჩაიტანეს, სადაც  სტანდარტების შესაბამისობაზე შემოწმდა და რამდენიმე პარტიად აზერბაიჯანში შეიტანეს.  პირველ ეტაპზე მედიცინის მუშაკები აიცრებიან. მეორე ეტაპი პირველ თებერვალს დაიწყება და მის ფარგლებში 65 წელს გადაცილებული მოქალქეებს აცრიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი