ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად დამსვენებელთა სიმრავლე შეინიშნება. კადრები ბაკურიანიდან რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს. თითქმის შევსებულია საოჯახო ტიპის სასტუმროები.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს.
მათ ასევე შეატყობინეს, რომ დააჯარიმებენ, თუ სტუმრები დღის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან. დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე არ მუშაობს საბაგიროები და და დაკეტილია სათხილამურო ტრასები.შესაძლოა დაიხუროს პარკებიც.