ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა

17 იანვარი 2021, 12:05 1527 ნახვა

ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა. კრატერიდან ამოსული ფერფლისა და კვამლის სვეტმა 5.6 კმ-ის სიმაღლეს მიაღწია. ვულკანის ამოფრქვევა იავაზე, ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულზე მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.  მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ბრძანება ამ დრომდე არ გაცემულა. ინფორმაცია არ ვრცელდება მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ. 

ვულკანი ბოლოს დეკემბერში ამოიფრქვა, რის გამოც 550 ადამიანის ევაკუირება მოხდა. გასული კვირის განმავლობაში ინდონეზიაში რამდენიმე მეწყერი და მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი