ძიუდოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

26 აპრილი 2016, 00:00 5416 ნახვა

ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდური ჩემპიონატის ფინალში კი რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს და კონტინენტის ჩემპიონები მერვედ გახდნენ. ფინალურ შეხვედრებში გამარჯვებები ნუგზარ ტატალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი დახვდა.

ამავე კატეგორიაში