ინდონეზიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

15 იანვარი 2021, 11:54 1032 ნახვა

ინდონეზიაში, სულავესის კუნძულზე 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაჯენთან ახლოს მიწისქვეშ ათი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. დაშავებულია ასობით მოქალაქე, დანგრეულია შენობები.

მაჯენში მიწისძვრას  ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა  637 კი - დაშავდა. სამი ადამიანი დაიღუპა მამუჯუს რაიონში. მიწისძვრის გამო კუნძულს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი