ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერის სუმია სვიმინატანის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს, კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა 2021 წელს ვერ მოხდება. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით წარმოებასა და გამოყენებას, რაც კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლადაა საკმარისი, გარკვეული დრო სჭირდება. ჯანმოს წარმომადგენლის განცხადებით, სულ მცირე წლის ბოლომდე აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების დაცვა, რომლის მიზანი ვირუსის გავრცელების შეჩერებაა.