დემოკრატები ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვენ

11 იანვარი 2021, 17:12 1312 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, თუკი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს, წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებს.

ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ორშაბათს წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსსა და დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრებს მოუწოდებს 25-ე შესწორება აამოქმედონ და პრეზიდენტი გადააყენონ.

ნენსი პელოსიმ განმარტა, რომ ერთ-ერთი მოტივაცია, რის გამოც ხალხი მხარს უჭერს იმპიჩმენტს, ის არის, რომ ტრამპს მომავალში გაპრეზიდენტების საშუალება აღარ მიეცეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი