რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები მოსკოვში ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან

10 იანვარი 2021, 20:05 1007 ნახვა

მოსკოვში ხვალ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.მ, მათივე ცნობით, ლიდერები აპირებენ განიხილონ მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხი და მომდევნო ნაბიჯები, რომლებიც რეგიონში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად უნდა გადაიდგას.

განსაკუთრებული ყურადღების დათმობა იგეგმება იმ საკითხებისადმი, რომლებიც ომით დაზარალებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის დახმარებას ითვალისწინებს, ასევე დაბლოკილი სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის აღდგენის საკითხებს. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი ცალ-ცალკე შეხვდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი