პირველი მეჭიბონე ქალი შუახევიდან

06 იანვარი 2021, 20:06 3939 ნახვა

ქალი ჭიბონით - ხალხური ინსტრუმენტის ერთადერთი მცოდნე მაღალმთიან აჭარაში რუსუდან დარჩიძე აღმოჩნდა. პანდემიის გამო კი სცენის მიღმა აღმოჩნდა და ახლა, საყვარელ საქმეს დროს მხოლოდ ახლობლების წრეში უთმობს. ჭიბონი უძველესი ხალხური საკრავია.

პროფესიონალი მეჭიბონეები წვეულებებსა და ხალხურ დღესასწაულებზე სასურველი სტუმრები იყვნენ. ქორწილში მეჭიბონის გასამრჯელოსთვის დამკვრელების წინ ,,მანდილი“ იყო დაფენილი.

აჭარაში გავრცელებული წესით, მეჭიბონე უკრავდა და სიმღერას სხვა ასრულებდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი