დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი მოქმედი რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, მკაცრი ზომები ქვეყნის იმ ნაწილში უნდა ამოქმედდეს, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში „კოვიდ-19“ სწრაფად ვრცელდება.
გასულ დღე-ღამეში დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 55 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ვირუსს 75 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.