აშშ-ში ვაქცინაციის დაჩქარებას ცდილობენ

04 იანვარი 2021, 15:03 581 ნახვა

აშშ-ში მოსახლეობის ვაქცინაციის დასაჩქარებლად მოდერნას ვაქცინის დოზის ორჯერ შემცირებით აპირებენ.  ამის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მრჩეველმა ვაქცინების საკითხში მონსეფ სლაუიმ განაცხადა.   ამჟამად პროტოკოლის მიხედვით. ადამიანს მოდერნას პრეპარატის ორი დოზის მიღება ესაჭიროება 28 დღიანი ინტერვალით. 

ამის ნაცვლად ტრამპის მრჩეველი 18-დან 55-წლამდე მსურველებს  ნახევარი დოზით აცრას სთავაზობს, მაგრამ ასევე ორჯერ.  მისი  თქმით, ასე ორჯერ მეტი ადამიანის აცრაა შესაძლებელი. 

ამასთან ისინი იდენტურ იმუნურ პასუხს მიიღებენ-ამბობს სლაუი. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია 14 დეკემბერს პფაიზერისა და ბიონტეკის ერთობლივი ვაქცინით  დაიწყო. მოგვიანებით გამოყენებისთვის მოდერნას კომპანიის ვაქცინა დაუშვეს.  აშშ-ში კორონავირუსის 20 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, 350 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში