2020 წელს მსოფლიოში 50 ჟურნალისტი მოკლეს

30 დეკემბერი 2020, 14:49 798 ნახვა

50 ჟურნალისტი მოკლეს 2020 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მონაცემები საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურ ანგარიშშია მოყვანილი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  ჟურნალისტების უმეტესი ნაწილი იმ ქვეყნებში მოკლეს, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი ან საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. „გარდაცვლილი ჟურნალისტების 68%-ი  არა ომის, არამედ მათი გამოძიების და მათი მხრიდან ხელისუფლებისთვის უსიამოვნებების შექმნის გამო დაიღუპნენ“, - ნათქვამია ანგარიშში.  ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო გარემო მექსიკაშია,  სადაც 2020 წელს 8 ჟურნალისტი მოკლეს, შემდეგია  ერაყი - 6 მოკლული ჟურნალისტით, ავღანეთი - 5 მოკლული ჟურნალისტით, პაკისტანი - 4 და ინდოეთი - 4 მოკლული ჟურნალისტით. 2020 წელს 7 ჟურნალისტი დაიღუპა საპროტესტო აქციების გაშუქებისას. მსოფლიოში საკუთარი საქმიანობის გამო 387 ჟურნალისტია დაკავებული. ანგარიშის თანახმად, ბოლო 10 წელიწადში სულ 937 ჟურნალისტი მოკლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი