ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

29 დეკემბერი 2020, 20:07 1525 ნახვა

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების სიახლოვეს, პეტრინიას დასახლებასთან, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

უცხოური მედიის ცნობით, გარდაცვლილია ერთი მცირეწლოვანი. ნანგრევებში კი ამ დრომდე რჩებიან დაშავებული მოქალაქეები.

დაზიანებულია ადგილობრივი საავადმყოფოსა და საბავშვო ბაღის შენობები. სტიქიის ეპიცენტრში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადების მობილიზება მიმდინარეობს.

მძლავრი ბიძგები სერბეთში, ავსტრიის სამხრეთ ნაწილსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში იგრძნობოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში