შეიარაღებული თავდასხმა მთიან ყარაბაღში

28 დეკემბერი 2020, 15:46 918 ნახვა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების განცხადებით,  ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა  ხოჯავენდის რაიონში აზერბაიჯანის არმიის პოზიციაზე სომხური შეიარაღებული ჯგუფის თავდასხმის შედეგად. სომხების 6-კაციანი უკანონო შეიარაღებული ჯგუფი აღდამის სოფელში აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფს დაესხა თავს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ასევე ერთი ჯარისკაცი ნათქვამია აზერბაიჯანის ძალოვანი უწყების განცხადებაში. მსგავსი ინციდენტის გამეორების შემთხვევაში ოფიციალური ბაქო გადამწყვეტი ზომებით იმუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი