პროტესტი ერევნის ცენტრში

28 დეკემბერი 2020, 15:43 875 ნახვა

ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. დღეს სომხეთის პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. დემონსტრანტებსა და მმართველი პარტიის ერთ-ერთ დეპუტატს შორის ფიზიკური დაპირსპირება  მოხდა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.  სომხეთში საპროტესტო აქციები უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს.  ოპოზიცია უკმაყოფილოა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი შეთანხმების მიღწევის გამო და  პრემიერ ფაშინიანს  ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალური პრობლემებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში