ევროპის ქვეყნები შეზღუდვების გამკაცრებას განაგრძობენ

26 დეკემბერი 2020, 11:51 1083 ნახვა

ვაქცინაციის დაწყებამდე ერთი დღე რჩება, მანამდე კი ევროპის ქვეყნები მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად შეზღუდვების გამკაცრებას განაგრძობენ. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ვაქცინაციის დაწყება ევროპისთვის ნორმალური ცხოვრების ეტაპობრივად დაბრუნებას ნიშნავს. ჩOVID-19-ის მუტაციამ ევროპაში ახალი ლოკდაუნის საფრთხე შექმნა. წითელ ზონად გამოცხადებული კონტინენტის ქვეყნები საზღვრების კონტროლს ამკაცრებენ. დღეიდან ბელგიაში შესასვლელად, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხია საჭირო. საზღვრებზე გადაადგილება შეზღუდა საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა და ავსტრიამ. ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული კოვიდ ტესტის ნეგატიური პასუხი სჭირდებათ მათ, ვინც დიდი ბრიტანეთიდან შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.  ვაქცინაცია დაიწყო ჩინეთშიც. პირველ რიგში, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატს, სამედიცინო პერსონალი და იმ რეგიონის მოსახლეობა მიიღებს, სადაც კორონავირუსის გავრცელების საშიშროება არსებობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში