ხულოს საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

25 დეკემბერი 2020, 18:01 269 ნახვა

წლის ბოლო საკრებულოს სხდომა გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტში.  დეპუტატებმა  შეაჯამეს  მერის 2020 წლის  საქმიანობა და დაამტკიცეს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც 13 მილიონი ლარით განისაზღვრა.

მერია მთავარ  ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტად კვლავ სოციალური მიმართულებებს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ასახელებს.

ბიუჯეტს მხარი დაუჭირა საკრებულოს ყველა წევრმა, მათ შორის ოპოზიციამაც. მათი  განცხადებით, დაბის ინფრასტრუქტურის  სამომავლოდ მოწყობის გამო დაიმსახურა  მმართველმა გუნდმა მისი მოწონება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში