საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ერევანში კარვების გაშლა დაიწყეს

22 დეკემბერი 2020, 17:30 1361 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა ერევანში, „რესპუბლიკის მოედანზე“ კარვების გაშლა დაიწყეს.სომხური მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მოედანზე ღამის გათევას აპირებენ.  დღეს ოპოზიციისა და მომიტინგეების ნაწილმა სომხეთის მთავრობის შენობის ბლოკირება მოახდინა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მთავრობის შენობასთან კორდონი მოაწყვეს. 

ოპოზიციურმა  პარტიებმა   22 დეკემბერი საყოველთაო გაფიცვის დღედ გამოაცხადეს. სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან იმართება. მიზეზი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან რუსეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი