აშშ-ში ვაქცინით 300 ათასამდე ადამიანი აიცრა

20 დეკემბერი 2020, 12:07 1624 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინით 272 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, აცრილი მოქალაქეების რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან აღრიცხვა რამდენიმედღიანი შეყოვნებით ხდება. კერძოდ, ვაქცინის პროვაიდერებს 72-საათიანი ვადა აქვთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის უწყების ადგილობრივ წარმომადგენლობას მიაწოდონ მონაცემები, თუ რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია.

ჯანდაცვის უწყებებს კი დამატებით 24 საათი აქვთ, რომ აღნიშნული მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს გადასცეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი