ჯანმო-ს ევროპის ბიუროს გაფრთხილება

16 დეკემბერი 2020, 17:05 1033 ნახვა

ჯანმოს ევროპის რეგიონული  ბიურო ევროპულ ქვეყნებს  2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის  შესაძლო  აფეთქების შესახებ აფრთხილებს, თუკი  სადღესასწაულო დღეებში მოქალაქეები შეზღუდვებს არ დაიცავენ. 

კოვიდშემთხვევათა ზრდის უმნიშვნელო შესუსტების მიუხედავად,  ევროპის რეგიონში კოვიდ-19-ი ფართოდ  და ინტენსიურად ვრცელდება.   2021 წლის პირველ კვირეებსა და თვეებში კორონავირუსის შემდგომი აფეთქების მაღალი რისკი  არსებობს - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში. 

ორგანიზაცია ურჩევს ევროპულ ქვეყნებს, სადაც სამთო-სათხილამურო კურორტებია,  წინასაშობაო პერიოდში სეზონური ღონისძიებების სისტემის ადაპტაციის საკითხი განიხილონ, რათა გამოირიცხოს ადამიანთა თავშეყრის შესაძლებლობა.

ჯანმო ასევე მიიჩნევს, რომ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებმა უნდა განიხილონ მასობრივი შეკრებების გადავადების, შეზღუდვების ან გაუქმების შესაძლებლობა, უნდა მიიღონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საკვანძო სატრანსპორტო ქსელების განტვირთვასთან დაკავშირებული ზომები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი