შუახევის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 10 მილიონ 733 400 ლარით განისაზღვრა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სოციალური უზრუნველყოფა და განათლება.
მომავალ წელს გაგრძელდება გარდამავალი პროექტები, ასევე განხორციელდება ახალი კაპიტალური პროექტებიც. მთავარი ფინანსური დოკუმენტი მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.