სომხეთის პრეზიდენტს გადადგომისთვის ხალხი დროს 8 დეკემბრამდე აძლევს

06 დეკემბერი 2020, 12:15 1409 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ოპოზიციამ თანამდებობის დატოვებისთვის 8 დეკემბრამდე მისცა დრო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, სომხეთის პრემიერმა თანამდებობა 8 დეკემბერს, სამშაბათს, დღის 12:00 საათამდე უნდა დატოვოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით დაუმორჩილებლობის აქციები გაიმართება. სომხეთში ანტისამთავრობო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.

ოპოზიცია სომხეთში ამტკიცებს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა სახელმწიფოებრივ ინტერესებს უღალატა და ტერიტორიები აზერბაიჯანს გადასცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი