გერმანულმა კომპანია „ბიოენტექმა“ და მისმა ამერიკულმა პარტნიორმა „ფაიზერმა“ ერთობლივ ვაქცინაზე ლიცენზიისთვის, ევროკავშირის წამლის სააგენტოს მიმართეს. ავტორიზაციის შემთხვევაში, ვაქცინა ევროპაში ხელმისაწვდომი უკვე უახლოეს კვირებში გახდება.
მანამდე ნებართვისთვის კომპანიებმა აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას მიმართეს.
თუ ამერიკული მარეგულირებელი კომპანია მწვანე შუქს აუნთებს ვაქცინას, ამერიკის მოსახლეობა მას დეკემბრის შუა რიცხვებიდან მიიღებს.