ქობულეთის ბაღების აღსაზრდელები ნოემბრის და დეკემბერის თვის სასურსათო კალათებს ერთად საახალწლოდ მიიღებენ, რასაც დაემატება, ბავშვებისთვის საახალწლო ნობათიც.
ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში განაცხადეს, რომ 2021 წლის ბიუჯეტზე მუშაობა დასრულებულია და რეკომენდაციისთვის გადაეგზავნა ქობულეთის საკრებულოს. ახალი ბიუჯეტით, 80-ლარიანი მენიუ იქნება გათვალისწინებული.