ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები შევიდნენ

25 ნოემბერი 2020, 12:43 985 ნახვა

მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები შევიდნენ.პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ტერიტორია აზერბაიჯანს უბრუნდება. რეგიონი უკვე დატოვეს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა.ამავდროულად ყარაბაღის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის სადამკვირვებლო ცენტრი რეგიონში უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი