"მიშა ჩამოდი" - ქობულეთში ტაძრის ღობეზე უცნობმა პირებმა წარწერები გააკეთეს 

17 ნოემბერი 2020, 22:09 3131 ნახვა

ქობულეთში, ამაღლების სახელობის ტაძრის ეზოში, ვანდალური ქმედება განხორციელდა. კერძოდ, მშენებარე ტაძრის ღობეზე, დაუდგენელმა პირებმა სხვადასხვა წარწერები გააკეთეს.

"მიშა", "მიშა ჩამოდი" და სხვა უცენზურო ეპითეტები და აწერეს.

ტაძარი, ქობულეთში, ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტაძრის მოძღვარმა მამა მათე რატიანმა, სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ წარწერები შენიშნა, არ იცის ვინ განახორციელა ეს ქმედება. ფაქტს კი, უარყოფითად აფასებს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, არ მიესალმებიან და გმობენ მსგავსს ქმედებას. ნებისმიერი წარწერა მიუღებელია, როცა ის უცენზურო ეპითეტების შემცველია. ეს არის უკულტურობის გამოვლინება. ეს არის შეურაცხმყოფელი, მით უფრო, როდესაც საკულტო ნაგებობის განკუთვნილ ტერიტორიაზე არის განთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში