9 პუნქტიანი შეთანხმება და არეულობა სომხეთში 

10 ნოემბერი 2020, 11:46 1008 ნახვა

არეულობა სომხეთში. დღეს ღამის პირველ საათზე მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს სომხეთის პრემიერ მინისტრმა,  რუსეთისა  და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა. განცხადების გამოქვეყნებისთანავე ერევანში რესპუბლიკის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი პრემიერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გადადგომას ითხოვდნენ. შეკრებილები ხალხს მოუწოდებენ, ქუჩებში გამოვიდნენ. „ჩვენ არ დავთმობთ მიწებს“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. აქციაზე შეკრებილების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა.  დემონსტრანტებმა მთავრობის სახლში ავეჯი დაამტვრიეს, ასევე ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი დააზიანეს. დაპირისპირება მოხდა  აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მთავრობის სახლთან შეკრებილი ადამიანების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარის, არარატ მირზოიანის მანქანას დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას. სამხრივი შეთანხმების თანახმად, რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის უწყებები  მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მიზნით ერთობლივ მონიტორინგის ცენტრს შექმნიან.  რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების გაგზავნის პროცესი უკვე დაიწყო. მთიან ყარაბაღში, საერთო ჯამში, 1 650 რუსი სამშვიდობო განლაგდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში