განახლებული  კონფლიქტი

17 ოქტომბერი 2020, 12:00 1053 ნახვა

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. განადგურებულია საცხოვრებელი შენობები და მოქალაქეები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 12 და ნანგრევებიდან გამოყვანილია 40 დაშავებული მოქალაქე. 

სამაშველო ოპერაცია გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები ადგილობრივი დროით 01:00 საათზე განხორციელდა. თავის მხრივ თავდასხმაში ადანაშაულებს აზერბაიჯანს არაღიარებული მთიანი ყარაბაღი. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილიდან მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დასახლებებზე სარაკეტო-საარტილერიო შეტევა განაახლეს.

ინტენსიურად იბომბება ქალაქ სტეპანაკერტისა და ქალაქ შუშის სამოქალაქო ინფრასტრუქტურები. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება და მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი