ევროკავშირმა და საქართველომ საქართველოს გარემოს დაცვის სისტემის მხარდაჭერის 18-თვიანი პროექტის შედეგები შეაჯამეს. ეროვნული სააგენტოს ცნობით ევროკავშირმა მათ დახმარება გაუწია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონმდებლობის შემუშავებაში, მოამზადა საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსია, შეაფასა ჰაერის ხარისხის ასპექტები, აგრეთვე, მოამზადა ზურმუხტის სამი ტერიტორიის მართვის გეგმა და დაცული ტერიტორიების მონიტორინგისა და მართვის შესახებ ანგარიშები.მათივე ინფორმაციით პროექტის შედეგები საქართველოს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებების დროულ შესრულებას.